მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშნებელობით ორი თურქული კომპანია დაინტერესდა.
შესაბამისი განაცხადი ენერგეტიკის სამინისტროს კომპანიებმა Eნერგყ -მ და Oპტიმუმ Eნერგი Uრეტიმ A.შ -მა წარუდგინეს.
სამინისტრო კომპანიების დოკუმენტაციას განიხილავს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საბანკო გარანტიის წარდგენის მოთხოვნით მიმართავს. გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.
სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი მდინარე აჭარისწყალზე ასაშენებელი ჰესებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. დაგეგმილია სამი ჰესის მშენებლობა.