ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 12 ლიცენზია გაყიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 1 445 ლარად გაიყიდა ჭიათურაში, სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ჯრუჭულაზე "სარეკი"-ს ქვიშა-ხრეშის გამოვლინების ლიცენზია.
მცხეთაში, სოფელ ნატახტარის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყალის ლიცენზია კი 909 ლარ შპს "ბარამბო"-მ იყიდა, ასევე გაიყიდა სხვა ობიექტსი ლიცენზიები.
აუქციონი 15 ობიექტზე იყო გამოცხადებული, თუმცა, სამზე სამინისტროში განაცხადი არ შესულა.
აუქციონის შედეგად მობილიზებულმა თანხამ კი, 114 296 ლარი შეადგინა.