მიმდინარე წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 127.4 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 112.8 ლარზე, ხოლო საშუალო ოჯახის - 213.6 ლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 112.8 ლარია, ორსულიანის - 180.5 ლარი, სამსსულიანის - 203 ლარი.
გარდა ამისა, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 225.6 ლარზე დაფიქსირდა, ხუთსულიანის - 253.8 ლარზე, ექვსი და მეტსულიანის კი - 300 ლარზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 125.5 ლარი იყო, ხოლო გასული წლის აპრილში - 129.7 ლარი.