2009 წლის აპრილიდან დღემდე ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის 161 ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ საოკუპაციო ძალების საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე მურზინმა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრების უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 161 ადამიანი დააკავა.
ამასთან, მურზინმა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის დაცვის შესახებ ახალი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვრის დაცვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის, ასევე სეპარატისტების ე.წ. ძალოვანი უწყების და ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.