ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები პირი, ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ე.წ. კომიტეტის ცნობით, სოფელ დმენისის მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქესთან საუბარში გაიგო, რომ ის ცხინვალის ავტოსადგურში აპირებდა ჩასვლას, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება მისი სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება. ე.წ. კომიტეტის ცნობით, დაკავებულმა დე-ფაქტო საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.