ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალი-ახალგორის მიმართულებით ე.წ. მოკლე გზის მშენებლობის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ოსინფორმი" ავრცელებს.
"ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ ცხინვალიდან ახალგორის მიმართულების გზის მშენებლობის მშენებლობის ძველი გეგმის. რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს და გზის მშენებლობის ახალი გეგმა შეიმუშაოს", - განაცხადა კოკოითიმ.
მისივე შეფასებით, ახალგორის მიმართულებით ახალი, ე.წ. მოკლე გზა, გაცილებით მოსახერხებელია და დასახლებულ პუნქტებზე გადის, რაც მნიშვნელოვანია იაფიც დაჯდება.
რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს დღეისთვის არსებული ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შესთავაზა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი აღნიშნული გზის მთავარ ნაკლად მის მდებარეობას თვლიან, რადგან გზა რეგიონის მთიან ნაწილში გადის, რაც ზამთრის დროს გადაადგილების პრობლემებს შექმნის.