„ბანკ რესპუბლიკის“ მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა სპექტაკლი „ფიროსმანი - ზმანება“ დადგა. წარმოდგენა უნიკალურია იმით, რომ მასში თეატრის მსახიობებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები მონაწილეობენ. სპექტაკლის პრემიერა 15 და 16 თებერვალს თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
„ბანკი რესპუბლიკა“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტებში და ცდილობს, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათი შრომითი უნარების პოპულარიზაციას. ამ ამოცანის შესრულებაში განსაკუთრებით ხელს გვიწყობს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი მარჯანიშვილის თეატრი, რომელიც ამ პროექტის ინიციატორი იყო. ვფიქრობთ, ეს კარგი საშუალებაა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ნიჭისთვის საზღვრები არ არსებობს და ამ ახალგაზრდებს ჩვენი თანადგომით თავიანთი უნარების სრულად გამოვლენა შეუძლიათ. ჩვენ მომავალშიც სიამოვნებით განვახორციელებთ მსგავს ერთობლივ პროექტებს“, აცხადებს „ბანკ რესპუბლიკის“ კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თეიკო კანდელაკი.
„ბანკ რესპუბლიკას“ და მარჯანიშვილის თეატრს პარტნიორობის დიდი ხნის ისტორია აქვთ, რომლის მანძილზეც რამდენიმე ერთობლივი პროექტი განხორციელდა.