იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ ოკუპირებული აფხაზეთის 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმს უწესებს.
ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერმა განუცხადა. მისი თქმით, გამონაკლისი იქნება ის ქვეყნები, რომლებსაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული აქვთ ორმხრივი უვიზო შეთანხმება. სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩასულებსაც შეეხებათ.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.