ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ იაპონიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის "ისსუი-კაის" წარმომადგენლები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთი ახალგაზრდა რესპუბლიკაა და ახლა ყველა მხარესთან კონტაქტებს დამყარებას ვცდილობთ. ჩვენთვის ტრადიციები წმინდაა და ვიცი, რომ იაპონელი ხალხი საკუთარ ტრადიციებსაც ასე უდგება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ტერიტორიულად ერთმანეთისგან შორსაა, ჩვენს ხალხებს შორის ბევრი შეხების წერტილი და საერთო ინტერესები მოიძებნება", - განაცხადა სეპარატისტთა ლიდერმა შეხვედრაზე.
მისი შეფასებით, "ისსუი-კაის" ურთიერთობით ე. წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევა ნორმალური, ცივილური ურთიერთობები დაამყარონ იაპონიისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის.