მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები 14 მაისის ვაჭრობის შედეგად მნიშვნელოვნად დაეცა.
სააგენტო 'როიტერის" ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 2.79 აშშ დოლარით შემცირდა და 71.61 აშშ დოლარი შეადგინა.
ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 2.93 აშშ დოლარით დაეცა და 77.18 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.