2 თებერვალს, 18:00 საათზე - ევროპის სახლში გაიხსნება მარიამ ზალდასტანიშვილის პერსონალური გამოფენა, რომელიც თებერვლის ბოლომდე გასტანს. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
წარმოდგენილი გრაფიკული ნამუშევრებითა და სხვდასხვა გამოცემებისთვის შექმნილი ილუსტრაციებით ავტორი ცდილობს მოახდინოს ერთი შეხედვით უბრალო საგნებისა და ფორმების ინტერპრეტირებას, სურს განსხვავებული განზომილება შესძინოს მათ. ქაღალდზე გადატანილი ეს საგნები რამოდენიმე შინაარსს ერთდროულად იძენს: საგამოფენი დარბაზის გეგმა (სადაც 11 წლის წინ ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა შედგა) „სამგზავრო ჩემოდანს“ ჰგავს, ქოლგა კი სოკოს; გერმანელი მათემატიკოსის, მებიუსის მიერ გამოგონილი «უთავბოლო» ლენტი ფერადი კონტურია, რომელიც ამავე დროს ქაღალდის ფორმატსაც განსაზღვრავს; მოყვითალო ვაშლი მნიშვნელობას მხოლოდ მრავალფიგურიანი კომპოზიციის თანმიმდევრული გამარტივების შედეგად იძენს.