საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში კულტურის სტრატეგიის სამუშაო ვერსიას წარადგენს. როგორც მინისრმა განაცხადა, იწყება რეგიონებში მოგზაურობის მეორე ტალღა, სადაც საზოგადოებას გააცნობენ დოკუმენტს და მოისმენენ მათ წინადადებებს.
მისი თქმით, სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან დარგობრივი შეხვედრები გაიმართება.
"კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ჩვენ გავაცნობთ ამ დოკუმენტის სტრატეგიის სამუშაო ვერსიას და ასევე მოვისმენთ თუ რამე შენიშვნები ან დამატებები შეიძლება ჰქონდეს პროფესიონალებს ამასთან დაკავშრებით", - აღნიშნა მინისტრმა, მისი შეფასებით დოკუმენტი ძალიან საინტერესოა.