ვენეციის ტრადიციულ ყოველწლიურ კარნავალზე მთავარი რიტუალი შესრულდა. ანგელოზის ფრენის ცერემონიას ათასობით ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები ესწრებოდა. ტრადიცია სათავეს მე-16 საუკუნიდან იღებს. საუკუნეების განმავლობაში რიტუალი “თურქის ფრენის” სახელწოდებით იყო ცნობილი და ის ახალგაზრდა თურქ აკრობატს უკავშირდებოდა, რომელმაც სამრეკლოდან ნაპირზე მდგარ გემამდე გაბმულ თოკზე გაიარა. მოგვიანებით რიტუალს “ანგელოზის ფრენა” დაერქვა. ანგელოზის როლზე ფესტივალის ორგანიზატორები კონკურსს ყოველწლიურად აცხადებენ. წელს ეს პატივი წილად ვენეციელ სტუდენტს, ირენე რიცის ხვდა