პორტუგალიის ხელისუფლებამ კომპანიებსა და ხელფასებზე ახალი "კრიზისული" გადასახადების შემოღება გადაწყვიტა.
გაზეთი "The Financial Times"-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ხარჯებისა და ეკონომიკური ვარდნის პირობების შემცირების მიზნით მიირეს.
ახალი გადასახადის შემოღების შედეგად დამატებითი ღირებულების გადასახადი 1 პროცენტული პუნქტით, 21 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 1.5 პროცენტული პუნქტით მოიმატებს. კორპორაციული გადასახადი 2.5 პროცენტული პუნქტით, 27.5 პროცენტამდე გაიზრდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ხელფასები 5 პროცენტით შემცირდება.
პორტუგალიის მთავრობის გეგმის მიხედვით, ასევე მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტამდე, ხოლო 2013 წელს - 2.8 პროცენტმადე შემცირდეს. 2009 წელს ამ მაჩვენებელმა 9.4 პროცენტი შეადგინა.
სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად ანალოგიურ ზომებს მიმართავენ ესპანეთი, საბერძნეთი და ირალანიადაც. 12 მაისს ესპანეთმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 5 პროცენტით შემცირება იგეგმება, ასევე შემცირდება რეგიონების დაფინანსება. ამ ღონისძიებების შედეგად კი, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი წელს 9.3 პროცენტზე შემცირდება, ხოლო 2013 წელს 3 პროცენტზე.