რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის დავალებით, 2020 წლისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში ხუთი ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი აშენდება. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" წერს.
გამოცემა იუწყება, რომ მზადდება პროექტი "ტურისტული კლასტერი". გეგმის მიხედვით, ობიექტები დაღესტანში - მატლასში; ჩრდილოეთ ოსეთში - მამისონზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთში - არხიზეზე, ადიგენში - ლაგო-ნაკიზე და ყაბარდო ბალყარეთში - ელბრუსეზე უნდა შენდეს.
მშნებელობის ღირებულაბა 451.44 მლრდ რუბლია, რაც ორჯერ აღემატება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების ხარჯებს.
აღნიშნული თანხიდან 175.56 მლრდ რუბლი ახალი სასტუმროების მშენებლობაზე იქნება მიმართული.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, 272 მლრდ რუბლის მიღება ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან იგეგმება, 119.28 მლრდ რუბლის - კერძო ინვესტორებისგან და საბანკო კრედიტებიდან. ამასთან, სახელმწიფო დაახლოებით 60 მლრდ რუბლს დახარჯავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო ქსელის შექმნისთვის.