თბილისის შემოვლით რკინიგზას ქართულ-ჩინური კონსორციუმი ააშენებს, რომელშიც ქართული კომპანია ~ხიდმშენი~ შედის.
კონსორციუმმა პროექტის განხორციელების უფლება საერთაშორისო ტენდერში მოიპოვა.
მემორანდუმი რკინიგზასა და განმახორციელებელ კომპანიას შორის დღეს გაფორმდა. მშნებელობაზე საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშნებლობა 3 წელში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 170 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც 100 მლნ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს, ხოლო 70 მლნ ევროს - "საქართველოს რკინიგზა".