აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებმა ოფიციალურ კიევს აღიარების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ოსინფორმი" ავრცელებს.
"გადაწყვეტილება რა თქმა უნდა უკრაინამ უნდა მიიღოს. მაგრამ არ შეიძლება ქვეყნის იზოლირება იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი აღიაროს. დღეისთვის, მსოფლიოსი კიდევ უფრო მეტი საუბრობს, რომ ორმაგი სტანდარტებით მიდგომაზე უარი უნდა ითქვას. ჩვენ ეჭვიც არ გავეპარება, რომ თავის დროზე არ მატო უკრაინა, ასევე ყველა სახელმწიფო გავღიარებს", - განაცხადა უკრაინულ გაზეთ "2000" ინტერვიუში ედუარდ კოკოითიმ.
ამასთან, მან ასევე დასძინა, რომ როდესაც იძახდნენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით სეპარატისტულ რეგინებში ჯაჭვური რეაქცია მოყვებოდა ეს ასე არ მოხდა, რადგან "ჩვენ სეპარატისტები არ ვართ. ჩვენ პირველ რიგში ქართულ სეპარატიზმს ვებრძოდით".
"ჩვენ გავქვს მტკიცებულება, რომ საომარ მოქმედებში უკრაინელი სამხედროებიც მონაწილებდნენ, მაგრამ ჩვენ უკრაინასთან ძალიან თბილი ურთიერთობა გავქვს და იუშენკოს შეცდომების მთელი უკრაინელი ხალხი არ უნდა გადაჰყვეს", - აღნიშნა კოკოითიმ.