მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე 4 და 5 თებერვალს პრემიერაა. თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური პიესას „აკაკი“ რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი დგამს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ თეატრიდან აცნობეს, ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, დოკუმენტურ მასალას ეფუძნება. ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ორჯერ გახდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, მაგრამ ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, გადარჩა. პეტერბურგში იმ მიზნით წავიდა, რომ გენერალი გამხდარიყო და ქვეყანა გაეთავისუფლებინა. ნატალია ბაზილევსკაია თვითმკვლელობით დაემუქრა, თუ ცოლად არ შეირთავდა (ნატალია ბაზილევსკაია- რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი და აკაკი წერეთლის მეუღლე გახლდათ).
სპექტაკლი მოიცავს პერიოდს აკაკის დაბადებიდან იუბილემდე. მასში გამოყენებულია აკაკის ნაწარმოებები და თანამედროვეთა წერილები. მოქმედი გმირები არიან: ილია, ვაჟა, იაკობ ნიკოლაძე და სხვანი.
სპექტაკლის მხატვარია თამარ ჭავჭანიძე, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ როგორ მოზარდ მაყურებელთა თეატრის , ასევე მოწვეული მსახიობები: თეკლა ჯავახაძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, თათა თავდიდიშვილი, სოფო ახუაშვილი, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ვახტანგ ახალაძე, ნატო ყულოშვილი,რატი გოგუაძე, დიმიტრი თარბაია, გიორგი კაჭახიძე, მირიან კოხრეიძე, დევი რეხვიაშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, დათო როსტომაშვილი, გიორგი შავგულიძე, მალხაზ შაყულაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, ვამეხ ჯანგიძე, გიორგი ჯიქურიძე.
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამნინისტროს მხარდაჭერით.