თურქული საფეხბურთო კლუბის, გალატასარაისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა თვითმკვლელობა სცადა. ფარიდ მონდრაგონი ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. 44 წლის სპორტსმენის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სუიციდის მცდელობის მიზეზი.