ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილება ფიფას კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო და ის ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. გენერალური მდივნის მოვალეობას დროებით მარკუს სატნერი შეასრულებს. რაც შეეხება ვალკეს, მის წინააღმდეგ ფიფას საარბიტრაჟო პალატამ დისციპლინარული საქმე 7 იანვარს აღძრა. ის ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი.