ცნობილი ფრანგი მსახიობი ჯერარ დეპარდიე სტალინის როლს მოირგებს. ფილმ „სტალინის სავარძლის“ გადაღება პორტუგალიაში უკვე დაიწყო. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მხატვარი დანილოვი 1950 წელს საბჭოთა ლიდერის საიდუმლო რეზიდენციას სტუმრობს და ბელადთან ერთად ე.წ. „ხალხის მამის“ მონუმენტის პროექტზე იწყებს მუშაობას. ფილმს პროდუსერობას ფანი არდანი უწევს.