მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რომ მესის მასზე ძლიერი მარცხენა აქვს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ოქროს ბურთით დაჯილდოვების ცერემონიალის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც არგენტინელის ტრიუმფით დასრულდა. „მესი მარცხენა ფეხს ჩემზე უკეთ ამუშავებს. მას უფრო მეტი შანსი აქვს ოქროს ბურთის მოგების, ვიდრე მე,“-აღნიშნა კრიშტიანუმ. თავის მხრივ, რონალდუს უპირატესობებზე ისაუბრა საუკეთესოდ აღიარებულმა არგენტინელმაც. მესის თქმით, კრიშტიანუს ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომლისაც ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდება.