მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს, ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი გახდა. მის მთავარ კონკურენტებად პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და ბრაზილიელი ნეიმარი სახელდებოდნენ, თუმცა საუკეთესოდ მესი აღიარეს. ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინელი უკვე მეხუთედ გახდა.