რიდლი სკოტის „მარსიანელი“ ოქროს გლობუსის ტრიუმფატორად იქცა. სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სურათი საუკეთესოდ კომედია-მიუზიკლის ნომინაციაში დაასახელეს. „მარსიანელმა“ ნომინაციაში დევიდ რასელის „ჯოი,“ ჯუდ აპატოუს „გოგონა კომპლექსების გარეშე,“ პოლ ფიგის „ჯაშუში“ და ადამ მაკკეის „თამაში მოგებამდე“ დაამარცხა.