„ოქროს გლუბუსით“ დაჯილდოვების ცერემონია გრძელდება. ჟიურიმ წლის საუკეთესო დრამატული როლის შემსრულებლები გამოავლინა. ქალთა შორის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ბრი ლარსონი გახდა, ფილმისთვის „ოთახი.“ კონკურენციას მას ქეით ბლანშეტი, რუნი მარა, სირშა რონანი და ალისია ვიკანდერი უწევდნენ. 26 წლის მსახიობისთვის ეს პირველი „ოქროს გლობუსია.“