ლოს ანჟელესში „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვების 73-ე ცერემონია ცერემონია გრძელდება. საუკეთესო დრამატულ ფილმად ჟიურიმ „გადარჩენილი“ დაასახელა. ალეხანდრო ინიარიტუს ფილმს ნომინაციაში კონკურენციას ტოდ ჰეინსის „ქეროლი“, ტომ მაკარტის „ყურადღების ცენტრში“, ჯორჯ მილერის „შეშლილი მაქსი“ და ლეონარდო აბრაჰამსონის „ოთახი“ უწევდა.