ოსმა სეპარატისტებმა დაკავებული ქართველი გოჩა ბერიანიძე გაათავისუფლეს. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ბერიძე ე. წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს.
ოსური მხარე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მკვიდრს ე. წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთაში სდებდა ბრალს.
"საზღვრის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ ბერიანიძე სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს გადასცეს. დღეს ცხინვალში ჩატარებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერიძე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს", _ იუწყება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.