მიუნჰენის ბავარიის მწვრთნელს ხოსეპ გვარდეოლას კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება რომელიმე ინგლისურ კლუბში სურს. ამის შესახებ მან გამოცემა „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მინდა ახალი გამოწვევა, ახალი ატმოსფერო. 44 წლის ვარ და ვფიქრობ, ეს საუკეთესო ასაკია ინგლისში წასასვლელად. შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ჯერ ხელი არაფრისთვის მომიწერია,“-აღნიშნა გვარდიოლამ.