რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან ერთი პირი დააკავეს. გატაცებული ადგილობრივი მკვიდრი ლაშა გლურჯიძეა. ის დღეს მეგობართან, საბა სეხნიაშვილთან ერთად ტაძარში სალოცავად იმყოფებოდა.
,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საბა სეხნიაშვილი რუს ოკუპანტებს გამოექცა, ლაშა გლურჯიძე კი დააკავეს. მას სავარაუდოდ რუსების სამხედრო ბაზაზე დაკითხავენ, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ლაშა გლურჯიძე და საბა სეხნიაშვილი სალოცავად სამების ეკლესიაში იმყოფებოდნენ, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და მათ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ. ამ დრომდე უცნობია რა მიზეზით მოხდა ლაშა გლურჯიძის დაკავება.