დღეს 22:00 საათზე, ბათუმში ერას მოედანზე ბათუმელებს და მის სტუმრებს კიდევ ერთი გრანდიოზული შოუ ელოდება.
მაყურებლის წინაშე წარდგებიან ლუ ბეგა და მისი მოცეკვავე გოგონები, ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებენ ქართული ჯგუფი გუფი ლენდი და სოფო ხალვაში მის ბენდთან ერთად. ასევე იმრერებენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და ნიკო ბერიძე. კონცერტი 3 საათს გაგრძელდება და გვიან დიჯეი დაასრულებს. შოუს დამდგელი რეჟისორი ლაშა ონიანია. კონცერტი 1 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა დიდთოვლობის გამო ერთი დღით გადაიდო.