"გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ქართველები უკვე გაანთავისუფლეს" , - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთია ავტონომიური მთავრობის გალის მიმართულების ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მანქანა გუშინ, გვიან ღამით სოფელ ღვაშგვერდში გააჩერეს.
ოკუპანტებმა 5 მგზავრი გალის იზოლატორში გადაიყვანეს, მათ შორის ნესტან ბაძაღუა თავისი 6 თვის ბავშვით.
ბაძღუას ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, მიუხედავად ამის სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა მათ იზოლატორში წამლის შეგზავნის უფლება არ მისცეს.
დაკავებულების ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.