70 წლის ასაკსი ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის, Motorhead-ის ლიდერი ლემი კილმისტერი გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნის მძიმე ფორმა გახდა. სიმსივნის დიაგნოზი კილმისტერს 26 დეკემბერს დაუდგინეს. Motorhead-მა პოპულარობის პიკს გასული საუკუნის 70-იან წლებში მიაღწია. ჯგუფი „მძიმე მეტალის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი იყო.