ახალგორის რაიონში ოსმა სეპარატისტებმა საერთო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.
მათი ინფორმაციით, კორპუსებში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ჩრდილო ოსეთიდან მოსახლეობის ჩამოყვანას და ჩასახლებას გეგმავს.
"მას შემდეგ რაც მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკოითის რეჟიმი ახალგორში 90-იან წლებში ჩრდილო ოსეთში წასულ მოსახლეობის უკან ჩამოყვანას და ქართველების მოსახლეობაში დასახლებას გეგმავდა, ყველა, ვისაც რაიონში შესვლის საშუალება აქვს საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ამის გამო კი, სეპარატისტები იძულებულები გახდნენ ახალი საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ", - აცხადებენ ახალგორელებმა.
მათივე ინფორმაციით, კორპუსების ყოფილი ინტერნატის ადგილზე აშენდება.