ბელორუსიის ჯაზფესტივაზე გამართული წარმატებული კონცერტების შემდეგ ბიგ-ბენდი სრული შემადგენლობით ახალი კონცერტისთვის ემზადება. განახლებული რეპერტუარით ქართული და უცხოური ჰიტებით ბენდი საახალწლო ღონისძიებების დასკვნით კონცერტს 3 იანვარს გამართავს.
საახალწლო ქალაქი ვარდების მოედანზე 25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო კონცერტით გაიხსნა. ვარდების მოედფანზე ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი იმართება. 3 იანვარს 20:30 საათზე კი კონცერტების სერიას თბილისის მერიის ბიგ ბენდი დახურავს.
საათნახევრიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება საახალწლო თემატიკაზე შემქნილი უცხოური სიმღერები. რეპერტუარში ასევე შევაჯონ ლენონის, B.B. King-ის , ფრენკ სინატრას, ლუი პრიმას სიმღერების ქავერები. საახალწლო ქალაქში მისული მსმენელი არჩილ კერესელიძის ლეგენდარული „საპოვნელას“ სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასაც მოისმენს.