კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა და მისმა მეუღლემ ისლა ფიშერმა საქველმოქმედო ფონდებში მილიონი დოლარი გადარიცხეს. თანხის ნაწილი სირიელი ბავშვების ვაქცინაციას მოხმარდება, მეორე ნაწილი კი გადარჩენის საერთაშორისო ფონდს გადაერიცხება, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი ხელმძღვანელობს.