თბილისის მერი დავით ნარმანია ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით მოყობილ ხალხური რეწვის ნაწარმის საახალწლო გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ღონისძიება ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის - „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“ - ფარგლებში „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ ხორციელდება.
მუნიციპალური პროგრამით „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“, განსაზღვრულ სხვა ამოცანებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში მეწარმე სუბიექტების მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და მათი ნამუშევრების წარმოჩენა; ასევე,წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, რასაც აღნიშნული საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ითვალისწინებს.
ამავე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარეობდა განაცხადების მიღება გადაიარაღების თანადაფინანსების ინსტრუმენტით სარგებლობისთვის, რის შედეგადაც „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ შესაბამისი განაცხადით მიმართა 29 პოტენციურმა ბენეფიციარმა. შემოსული განაცხადები თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებულმა კომისიამ განიხილა და გამოავლინა ბენეფიციარები, რის შედეგადაც ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე 29 მეწარმეს გადაიარაღების ხარჯების 80%-ით დაუფინანსდა.
"მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარლებში, რომელიც ხალხური რეწვის ხელშეწყობას გულისხმობს, დავათვალიერეთ ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც სპეციალურად საახალწლო დღეებშია გამოფენილი, რათა ერთის მხრივ, მოხდეს მეტი პროდუქციის რეალიზაცია და მეორეს მხრივ, იმ მცირე მეწარმეებს დავეხმაროთ, რომლებიც ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები არიან. გარდა ამისა, ჩვენ მათ დავუქირავეთ ფართი, სადაც ამ 10 დღის განმავლობაში გაყიდიან თავიანთ პროდუქციას. ასევე შევუძინეთ ინვენტარი, მანქანა-დანადგარები, რომლითაც უფრო მეტის წარმოებასა და გაყიდვას შეძლებენ.,"-განახადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა პარალელურად სამ სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობდა: „თბილისი მოლი“, „თბილისი ცენტრალი“ და „გლდანი მოლი“. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე ბენეფიციარების შერჩევა მიღებული განაცხადების საფუძველზე მოხდა. ღონისძიებაზე საკუთარ ნაწარმს წარმოადგენს ორმოცდაათამდე ბენეფიციარი. საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიხსნა და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება