სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აფხაზეთში არქეოლოგიურ გათხრებს განახორციელებენ. ეს პროექტი აფხაზეთში რუსეთის დუმის მიერ მიღებული დადგენილებით, რუსეთის სასწავლებლების სტუდენტების პრაქტიკული მუშაობისათვის მუდმივმოქმედი სტაციონალური ბაზის შექმნას ითვალისწინებს.
ექსპედიციის ორგანიზატორები არიან სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტური საბჭო, რუსეთის განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის კულტურული ძეგლების დაცვის სამმართველო.
თბილისში აცხადებენ, რომ რუსეთი მსგავსი პროექტებით, ამჟამად უკვე სტუდენტების ხელით ცდილობს გაანადგუროს საქართველოს ისტორიული ძეგლები ფრესკები და წარწერები.