დღეს, 14 მაისს, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგთან დაკავშირებით პუბლიკაციის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეჩ-ენს" ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრიდან აცნობეს, პუბლიკაციაში წარმოდგენილია ანალიტიკური კვლევის, მონიტორინგის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით - საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები; საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; სახელმწიფო საგარეო ვალი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი და ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში.
პრეზენტაციაზე მოხსენებებს ექსპერტები დავით ნარმანია და შოთა მურღულია წარადგენენ.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან პროექტზე - "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით'' მუშაობს.