ჟურნალმა ფორბსმა წლის ყველაზე გადაჭარბებულად მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში ჯონი დეპი ლიდერობს. მასში გადახდილ ყველა დოლარში ინვესტორებმა მხოლოდ 1,2 დოლარი დაიბრუნეს. ყველაზე წარუმატებელი მისი მონაწილეობით გადაღებული კომედია „მორდეჰაი“ გამოდგა, გადაღებაშიც 60 მილიონი დოლარი დაიხარჯა, შემოსავალმა კი 47,4 მილიონი შეადგინა. ფორბსის სიაში მეორე ადგილზე დეინზელ ვაშინგტონია, რომელმაც ყოველ გადახდილ დოლარში კინოსტუდიებს 6,5 დოლარი მოუტანა. მესამე პოზიციას კი მსახიობი უილ ფერელი იკავებს.