ჟურნალმა "ფორბსმა" წლის ყველაზე შემოსავლიანი ჰოლივუდის მსახიობები დაასახელა. რეიტინგში მამაკაცებიდან კრის ევანსი ლიდერობს, რომელმაც კინოსტუდიებს თითოეულ დახარჯულ დოლარში 181,8 დოლარი მოუტანა. მეორე პოზიციაზეა მილა კუნისი, რომელმაც თითოეულ აღებულ დოლარში კინოსტუდიებს 87,3 დოლარის მოგება დაუბრუნა, მესამე ადგილს კი რეიტინგში სკარლეტ იოჰანსონი იკავებს.