ლონდონის ჩელსის ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო თანახმაა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა უნდა მიიღოს. მანჩესტერელთა მოქმედი მწვრთნელის ლუი ვან გაალის გაშვების საკითხი დღის წესრიგში უკვე დიდი ხანია დგას. იმ შემთხვევაში, თუ იუნაიტედი მომდევნო ორ შეხვედრაში შედეგს ვერ აჩვენებს, ჰოლანდიელს კლუბს უპირობოდ დაატოვებინებენ.