ფიფასა და უეფას პრეზიდენტებს ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ფიფას სპეციალურმა კომიტეტმა გამოძიების ფარგლებში მიიღო, რომელიც კორუფციულ სკანდალთან არის დაკავშირებული. კერძოთ კი საქმე ეხება 2 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს, რომელიც ბლატერმა პლატინის ანგარიშზე გადარიცხა. ფიფას პრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა გადარიცხვის მიზნობრიობა ვერ დაასაბუთა.