ხვალ, 14 მაისს, თემაზე "საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში ეკონომიკურ და სოფლად განვითარების საკითხებზე რეაგირების გაუმჯოსება" თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრა დასრულდება.
შეხვედრის ფარგლებში საქართველო-სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია იმართება.
განიხილება ტრანსსასაზღვრო ჭრილში ეკონომიკური და სოფლად განვითარების, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოსა და სომხეთის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა "ქეა"-მ პროექტის - "საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა, სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით" - ფარგლებში დაგეგმა.
პროექტის მიზანია, მოსაზღვრე რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი საქართველოში და ლორი, ტავუში და შირაქი სომხეთში - 10 სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავება სოფლად მდგრადი განვითარებისთვის.