საფეხბურთო კლუბი ბარსელონა კიდევ ერთი პრესტიჟული ტურნირის მფლობელი გახდა. კატალონიელებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს. ფინალურ შეხვედრაში მათ არგენტინული რივერ პლეიტი დაამარცხეს. ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე მესიმ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელთა კარში სუარესმა გაიტანა, 68-ე წუძზე კი მან შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა. საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ბარსა უკვე მესამედ გახდა.