ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მფლობელი მეორედ გახდა. საზოგადოებრივი კამოკითხვა ტელეკომპანია BBC-იმ ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობამ ხმა მარეის დაუჭირა. პირველად ჩოგბურთელმა პრესტიჟული ტიტული 2013 წელს, უიმბლდონის ტურნირის მოგების შემდეგ მოიპოვა.