ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯოზე მოურინიოს გუს ჰიდინკი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მოურინიოს კლუბმა კონტრაქტი გუშინ შეიწყვიტა.