ჯოზე მოურინიო ჩელსის ტოვებს. ლონდონურმა კლუბმა პორტუგალიელ სპეციალისტს კონტრაქტი შეუწყვიტა. მისი შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება, სავარაუდო კანდიდატებად კი ხოსეპ გვარდიოლას, ხუანდე რამოსსა და გუს ჰიდინკს განიხილავენ. მოურინიოს გაშვების მიზეზი მიმდინარე სეზონზე ჩელსის მიერ ნაჩვენები კატასტროფული შედეგი გახდა.