ბათუმში მდებარე სასტუმრო "ინტურისტ პალასს" იძულებით საჯარო აუქციონზე აჭარის სააღსრულებო ბიურო ყიდდა, თუმცა, აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი არავის წარუდგენია.
აუქციონი გამოცხადებული იყო ბათუმში, ნონეშვილის ქუჩა №11-ში არსებული 5 460 კვ.მეტრ მიწის ფართზე და 10528 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე. შენობა ოთხ სართულიანი კეთილმოწყობილი სასტუმროა.
შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი, ავტომანქანები და შენობაში განთავსებული მოძრავი ნივთები შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ 70 322 401 ლარადაა შეფასებული. კანონის შესაბამისად, კი, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი საბაზრო ფასის ნახევარს, ანუ 35 161 200 ლარს შეადგენდა.
ვინ იყო კრედიტორი და რა ოდენობის დავალიანება გააჩნდა კომპანიას ადრე არ სახელდებოდა. როგორც გაირკვა, უძრავი ქონება ,,საქართველოს ბანკში" იპოთეკითაა დატვირთული. საკრედიტო ხაზი 300 მლნ აშშ დოლარის მოცულობისაა წლიური 10-22 პროცენტით.
პირველად '"ინტურისტის" გაყიდვის მიზნით აუქციონი 3 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, იგი მესამე პირის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განაცხადის შედეგად შეჩერდა.
ბათუმის სასტუმრო "ინტურისტი" 2004 წელს რუსეთში მომუშავე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან თურმანიძემ 3.2 მლნ აშშ დოლარად იყიდა. 2007 წელს კი, მფლობელი კომპანიისგან სასტუმრო იჯარით კომპანია `ფემეს ინვესთმენთ ენდ ჰოლდინგმა~ აიღო.
როგორც `ჯი-ეი-ეიჩ-ენს~ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლემა ლაშა მელიქაძემ განუცხადა, კომპანიას სასტმრო 10 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული და მას თუ რა პრობლემები შეექმნა მფლობელსა და ვის მიმართ რა ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, მმართველ კომპანიას არ ეხება. "ინტურისტი~ ამ დროისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და სტუმრებს იღებს.