NBA-ს ყოფილილ მოთამაშეს, არტურ ლონგს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალი მარიხუანისა და ექსტაზის შენახვა-გავრცელებაში დასდეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, 43 წლის სპორტსმენი ნარკოტიკებს ყიდიდა. მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღი და პისტოლეტიც აღმოაჩინა. ლონგი წლების მანძილზე სიეტლის, ტორონტოსა და ფილადელფიის ღირსებას იცავდა.