ლონდონის ჩელსის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი კლუბის მთავარი მწვრთნელის გაშვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ BBC News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს საკითხთან დაკავშირებით მილიარდერმა კონსულტაციები დირექტორთა საბჭოსთან გამართა. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლეეს დღეებში გახდება ცნობილი. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ლონდონელები სტუმრად ლესტერ სიტისთან დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდნენ.